13 მაისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში მოქანდაკე ირაკლი წულაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება.
გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი მაია ხაჯიშვილი და სხვა ოფიციალური პირები სტუმრობდნენ .